Thursday, September 1, 2011

ღირსეული მარცხი


თამაში ძალიან სასიამოვნოდ დაიწყო,მარკოიშვილის ორი სამქულიანი,მეგონა ეგაა და რუსებს მოვუგეთ-თქო.მაგრამ მალევე დავინახე ჩვენი უსუსური თამაში სამწამიანში,სადაც ფაჩულია მაგრად დაჩაგრეს.პირდაპირ შემიძლია ვთქვა ფაჩულიას რომ კარგად ეთამაშა ,საქართველო რუსეთს დაამარცხებდა.თავიდანვე გამოჩნდა, რომ რუსები ძალიან სწრაფად მოძრაობდნენ და ერთ კაცს ყოველთვის ტოვებდნენ ცარიელსსასროლად გამზადებულს .შემდეგ შემოვიდა შერმადინი. მაგრამ მანაც ვერ შესძლო სამწამიანში სიტუაციის გამოსწორება.მაგრამ სამქულიანები წაუვიდა მარკოიშვილის,მან 5 სამქულიანი მოათავსა კალათში და სწორედ მანუჩარმა ჩაატარა ეს თამაში უმაღლეს დონეზე.2 სამქულიანი ვიკა სანიკიძემ ჩააგდო და ერთი სამქულიანი ჰეინსმა.ჰეინსი ძალიან მომეწონა ბურთის მოხსნებზე.
    რუსებმა პირველი ტაიმი 40-27 მოიგეს იმედი,ალბათ,ყველას გადაწურული გვქონდა,რადგან რუსეთის ნაკრები და კერძოდ კირილენკო ბრწყინავდა ,იუტა ჯაზის კალათბურთელმა 2 წარმოუდგენელი ბურთი ჩააგდო,თანაც ენდვანით.ამ რთულ მომენტში,მეოთხე მეოთხედში ქართველებმა თავისი დუხით -2 ქულამდე დაიყვანეს ანგარიში და დაახლოებით 2წუთის განმავლობაში იყო 52-50 რუსების სასარგებლოდ,აი ეს მომენტი იყო გარდამტეხი.აქ უნა ჩაგვეგდო ბურთები და თამაშს მოვიგებდით..მაგრამ ქართველებმა 5 შეტევა გააფუჭეს,ისინი თითქოს შეშინებულები იყვნენ,ამ შეტევებიდან ბურთი ვერ ისროლეს წესიერად.ტვირთავდნენ სამწამიანს,ანუ ფაჩულიას,რომელსაც არც გაუმართლა და ფაქტია ვერც თამაშობდა.ჩემი აზრით,ეს ხუთი შეტევა ,უნდა, წარმართულიყო შემდეგნაირად.მარკოიშვილს,სანიკიძეს ან ჰეინს უნდა ესროლათ სამქულიანები და ორი მაინც ჩავარდებოდა და სწორედ ასე შეიძლებოდა წინ გასვლა და თამაშის მოგება და ასევე უნდა გაეგრძელებინათ თამაშის ბოლომდე.ალბათ, კოკოშკოვი ფაჩულიას ენდო და ორქულიანზე გააკეთა აქცენტი.მინდა შევეხო თორნიკე შენგელიას,მან სამი ქულა გააკეთა მნიშვნელოვან მომენტში.შემდეგ 5გაფრთხილება მიიღო და დროზე ადრე დატოვა თამაში.ტორნიკე ასეთ ნაკრებთან თამაშისთვის არ იყო მზად ასევე ითქმის ყველა ახალგაზრდა კალათბურთელზე.მიზეზები რატომ წავაგეთ:1)კირილენკოს კარგი თამაში 2) ფაჩულიას ცუდი თამაში 3)ახალგაზრდა კალათბურთელების გამოუცდელობა.

No comments:

Post a Comment