ჩემს ბლოგში საუბარი იქნება ძირითადად სპორტზე, თამაშების განხილვაზე,შევეხები სპორტის რამდენიმე სახეობას.
Saturday, September 3, 2011
აზარენკას სასწაული არ შედგა
us open ის მესამე წრეში ერთმანეთს შეხვდნენ სერენა ვილიამსი და ვიქტორია აზარენკა.თამაში მეგონა ძალიან დაძაბული იქნებოდა,მაგრამ სერენა ძალიან კარგ ფორმაშია და პირველი სეტი 6-1 მოიგო. ფაქტობრივად აზარენკა არ თამაშობდა რაც ვილიამსის დამსახურება იყო.ვიფიქრე მეორე სეტის ყურებას აზრი აღარ აქვს-თქო,მაგრამ მაინც გადავწყვიტე მეყურებინა.აზარენკა გამოცოცხლებული ჩანდა.ჩოგბურთელები თავიანთ მოწოდებებს იგებდნენ.მაგრამ 3-3 სერენამ ბრეიქი გააკეთა და შემდეგ თავისი მოწოდებაც მოიგო და ანაგარიში 5:3.თითქოს სერენას გამარჯვებას წინ არაფერი ედგა.აზარენკას ჩაწოდებაზე როდესაც ანაგარიში 5:3 იყო ვილიამსი 40:0 იგებდა და სამმაგი მაჩბოლი ჰქონდა.ალბათ,აზარენკასაც არ ეგონა რომ შეძლებდა ამ სეტის ტაიბრეიკამდე მიყვანას მაგრამ ,მართლა სასწაული 40:0-დან მოიგო ვიქტორიამ თავისი მოწოდება ,შემდეგ ბრეიქი გააკეთა,ვილიამსი ფსიქოლოგიურად აშკარად დაითრგუნა მოგებული თამაში შეიძლება მესამე სეტამდე მიეყვანა. ამ მომენტს ჩავარდნასაც ვერ ვუწოდებ აზარენკა ათამაშდა უკეთ და დაიწყო ტაიბრეიქი. სერენამ შესძლო ძალების მობილიზება და 6:5 იყო ანგარიში და მინიბრეიქი შეასრულა და მატჩი მოიგო. აზარენკას რომ მოეგო მეორე სეტი არავინ არ იცის რა მოხებოდა მესამე სეტში. ვენუს ვილიამსი არის საუცხოო ფორმაში და მის შემჩერებელს ამერიკის ღია პირველობაზე მე ვერ ვხედავ.მას აქვს ყველაზე ძლიერი ჩწოდება ის არის ძალიან სწრაფი და მას აქვს საოცრად კარგი მოჭრილი დარტყმები.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment