დღეს ,31 სექტემბერს, ლიტვაში დაიწყო კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი.ქალაქ კლაიპედაში ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოსა და ბელგიის ეროვნულ ნაკრებები.შეგახსენებთ, რომ ჯგუფი შედგება ექვსი ნაკრებისგან და აქედან სამი ნაკრები გადის შემდეგ ეტაპზე.ყველა აღიარებს,რომ სლოვენია და რუსეთი ჯგუფის უდავო ფავორიტები არიან,ანუ ისინი პირველ და მეორე ადგილს გაიყოფენ.დარჩენილია მესამე ადგილი,სადაც ობიექტურად, რომ ვიმსჯელოთ ორი ნაკრები აცხადებს პრეტენზის,ესენია საქართველო და ბელგია.საქართველომ ბელგია დაამარცხა 81-59 ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ფაქტობრივად გაინაღდა ჯგუფიდან გასვლა. განვიხილოთ თამაშის პერიფეტიები.
სასტარტო ხუთეული: ფაჩულია,სანიკიძე,ცინცაძე,მარკოიშვილი და ბოისა.საქართველომ პირველივე წუთებიდან ხელთ იგდო უპირატესობა და მთელი თამაშის განმავლობაში საშვალოდ 20 ქულით სულ წინ იყო.აღსანიშნავია ვიქტორ სანიკიძის 5 ულამაზესი სლემ დანქი. მისი მონაგარი 13 ქულაა. ფაჩულიან 16 ქულა დააგროვა და ორივე გუნდში საუკეთესო იყო ამ მაჩვენებლით,საკმაოდ კარგად ისროდა საჯარიმოებს 10 და 8 ზუსტად მოათავსა კალათში.თორნიკე შენგელიამ 13 ქულა მოუტანა საქათველსო ნაკრებს რაც კარგი შედეგია,რადგან მას არ ქონია დიდიხანს მოედანზე ყოფნის საშვალება.სამწუხაროდ მანუჩარ მარკოიშვილის არ წაუვიდა სროლები, შერმადინმა ნორმალურად ითამაშა,ხოლო რაც შეეხება ჩვენს ახალწვეულს ჰეინს სასტიკად არ მომეწონა ალბათ უფრო იმიტომ რომ რახან ამერიკელია მეტს ველოდი მისგან მან 4 ქულის მოპოვება შესძლო.ჩვენი გუნდის სუსტი წერტილი არის ,ნუ რაც მე დავინახე, კარგი მსროლელი სამქულიანის ,რომელიც სამწუხაროდ არ გვყავს დღევანდელ მატჩში სულ 2 სამქულიანი ჩავაგდეთ.მოკლედ,ჩემი აზრით,საქართველსო ნაკრები ჯგუფიდან გასულია.
No comments:
Post a Comment